Upgaming-ი SEO-ს მასტერკლასსა და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას გთავაზობთ – კანდიდატების შერჩევა დაიწყო

საერთაშორისო კომპანია Upgaming-ი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც SEO-ს მუშაობის სპეციფიკის უფრო სიღრმისეულად შესწავლა და ტექნოლოგიური უნარების დახვეწა სურს. უფრო კონკრეტულად, კომპანია 1-ლი სექტემბრიდან იწყებს უფასო „SEO მასტერკლასს“, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ნიკო სამხარაძე წარუძღვება.
Upgaming-ი აღნიშნული პროექტით შესაძლებლობას გაძლევთ, გადადგათ ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ და აიმაღლოთ კვალიფიკაცია დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი საშუალება გექნებათ, დასაქმდეთ Upgaming-ში და აქტიურად დაიწყოთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა.
· რეზიუმეების გადარჩევა
· კანდიდატების ტესტირება ინგლისურ ენაში და უნარების ტესტი/typing test
· გასაუბრება/ ქეისის განხილვა
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან თემებს, რომელიც SEO-ს მიმართულებით სიღრმისეული ცოდნის მიღებაში დაეხმარებათ და ასევე, ხელს შეუწყობთ, სწრაფად შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები.
SEO მასტერკლასის თემებია: 1. შესავალი – რა არის და როგორ მუშაობს SEO;
· HTML საფუძვლები და საჭირო ხელსაწყოების გამოყენება;
· ვებგვერდის ტექნიკური ოპტიმიზაცია;
· ვებგვერდის შექმნა და მართვა WordPress-ზე;
· ვებგვერდის On-Page ოპტიმიზაცია;
· საძიებო სიტყვების მოკვლევა;
· SEO გამართული კონტენტის შექმნა და მენეჯმენტი bod;
· ვებგვერდის Off-Page SEO;
· ვებგვერდის SEO სტრატეგიის შექმნა;
· SEO ანალიტიკა და რეპორტინგი.
ვის შეუძლია SEO-ს მასტერკლასზე რეგისტრაცია?
როგორც Upgaming-ში განმარტავენ, აპლიკანტი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
· დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მინიმუმ მესამე კურსელი);
· ინგლისური ენა მინიმუმ b2 დონეზე;
· ინტერესი ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან, გაირღმაოთ ცოდნა SEO-ს მიმართულებით და დასაქმდეთ წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Upgaming-ში.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.