თავდასხმის შემდეგ ლიპეცკში აეროდრომი იწვის

ლიპეცკზე დრონით შეტევის შემდეგ იწვის სამხედრო აეროდრომი, ამის შესახებ ინფორმაციას ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული სამმართველო ავრცელებს.
ტელეგრამის არხის Astra-ს თანახმად დრონით თავდასხმის შედეგაც აალდა საბრძოლო მასალების საწყობი.
აეროდრომის არეალში ხანძარი დააფიქსირეს NASA FIRMS-ს სატელიტებმაც, ამ ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ ლიპეცკის საავიაციო ცენტრი, რომელიც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სტრუქტურული ნაწილია უკრაინულის მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა, იქ საფრენოსნო და საინჟინრო პერსონალის გადასამზადებელი პუნქტია.
რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ მოხერხდა აეროდრომზე არსებულის ყველა თვითმფრინავის გადარჩენა.
თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეოკადრებში ჩანდა განმეორებითი აფეთქებები და ისმოდა დეტონაციის ხმები, რაც შესაძლოა საბრძოლო მასალების საწყობზე თავდასხმის შედეგი ყოფილიყო.
უკრაინელები მანამდეც ეცადნენ ამ ავიაბაზაზე იერიშის მიტანას. გასული წლის 17 დეკემბერს აეროდრომის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა თითქოს ჩამოგდებული დრონის ნაწილები. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ლიპეცკის აეროდრომს გადაეცა ავიაგამანადგურებლების, Су-34-ს ახალი პარტია.
რეგიონის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა დილით თავის საინფორმაციო გზავნილში აეროდრომზე გაჩენილი ხანძარი არ ახსენა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ლიპეცკი დრონების მასირებული თავდაცვის სამიზნე გახდა.
მისი სიტყვებით, დასახლებიდან მოშორებით ფეთქებადსაშიში ობიექტების დეტონაცია მოხდა. აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და გაუქმდა გასართობი ღონისძიებები. 4 დასახლებული პუნქტიდან მიმდინარეობს ევაკუაცია.
არტამონოვმა ასევე განაცხადა, რომ დარტყმების შედეგად ლიპეცკში დაზიანდა ელექტრო ინფრასტრუქტურის ობიექტი. თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს 75 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის 26 ბელგოროდის ოლქში, 19 – ლიპეცკის ოლქში, შვიდი – კურსკში, ხუთი – ბრიანსკში, ოთხი – ვორონეჟში, ერთი – ორიოლის ოლქში, ხუთი – ს თავზე და რვა – შავი ზღვის აკვატორიაში.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის რეგიონები დროდადრო იბომბება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ხოლმე ცნობებს ჩამოგდებული უკრაინული რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ. უმეტეს შემთხვევაში, ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!