რუსეთის პროკურატურამ აშშ-ის მოქალაქისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა

რუსეთის პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ს ორმაგი მოქალაქე ქსენია კარელინასთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. მას ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში.

კარელინა 2022 წლის იანვარში ეკატერინბურგში დააკავეს. პირველად ის 14 დღის განმავლობაში დააპატიმრეს, წვრილმანი ხულიგნობისთვის. მაგრამ მას სპეციალური დაკავების ცენტრი არ დაუტოვებია, რადგან 7 თებერვალს კარელინა უკვე დააკავეს სახელმწიფო ღალატის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. მეორე დღეს სასამართლომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნა.
საბოლოო ჯამში ქსენია კარელინას -ში დაფუძნებული ორგანიზაციისთვის 51 დოლარის სავარაუდო შემოწირულების გამო ღალატში დას. ორგანიზაცია ს ეხმარება.
კარელინას ბრალად ედება უკრაინის შეიარაღებული ძალების სავარაუდო დაფინანსების გამო, რაც სახელმწიფო ღალატად კვალიფიცირდება. გამოძიების მტკიცებით მან თითქოს 2022 წლის 24 თებერვალს (უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის დღეს) აშშ-ის საბანკო ანგარიშიდან 52 დოლარი გადარიცხა უკრაინული ფონდისთვის Razom For Ukraine. რუსეთის უშიშროების სამსახურის “ეფესბეს” თანახმად, კარელინა ასე აფინანსებდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.
როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს ადგილობრივ საიტ E1.ru-ზე დაყრდნობით, კარელინამ აღიარა დანაშაულია. განაჩენის გამოცხადება 15 აგვისტოს იგეგემება.
ქსენია კრელინა ერთ-ერთია რუსეთის ციხეებში მყოფ იმ რამდენიმე ამერიკელსა და ასობით რუსეთის მოქალაქეს შორის, რომლებსაც დასავლეთი უსამართლოდ დაკავებულებსა და პოლიტპატიმრებს უწოდებს. უფლებადამცველები დასავლეთის მთავრობებს მოუწოდებენ, რომ ენერგიულად განაგრძონ მათი გათავისუფლების მცდელობა.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ