რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა შემოდგომიდან ვაჭრობაში ბარტერზე გადავიდნენ – Reuters

დასავლეთის სანქციების მოქმედებით გამოწვეული საბანკო გადახდების პრობლემების გამო, შემოდგომიდან და ჩინეთი ორმხრივ ვაჭრობაში შესაძლოა ბარტერზე გადავიდნენ. ამის შესახებ “როიტერი” სავაჭრო და ფინანსური მომსახურების სფეროს სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს თანამოსაუბრეების განცხადებით, შესაძლოა პირველი იყოს შეთანხმება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე. მსხვილი რუსული ბანკის ანონიმი უფროსი მენეჯერი დეტალების დაზუსტების გარეშე ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაში ბარტერული სქემები უკვე მზადაა.
როგორც “როიტერი” აღნიშნავს, თუ ჩინეთსა და რუსეთს შორის ბარტერი ამოქმედდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 30 წლის განმავლობაში. ასეთ სქემებზე უარი საბანკო სექტორის განვითარების გამო თქვეს.
გადახდის პრობლემები იყო მთავარი საკითხი მაისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტის დროს ჩინეთში. მას შემდეგ რუსულმა კომპანიებმა თავიანთი ოპერაციებისთვის დაიწყეს იმ მცირე რეგიონული ჩინური ბანკების გამოყენება, რომელთა საქმიანობის თვალყურის დევნება ჩინეთის ფარგლებს გარეთ რთულია, მაგრამ ამან პრობლემა ვერ გადაჭრა.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge – ზე