საქართველო – ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი “მესხის სტადიონზე” გაიმართება; 16 ნოემბერს კი საქართველო-უკრაინის თამაში ს “აჭარაბეთ არენაზე” შედგება.
“დინამო არენის” ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება. ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის
მატჩი “მიხეილ მესხის სტადიონზე” გაიმართება.
7 სექტემბრის საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
nakrebi.ge
ვარ 42 წლის 17 წელი ვთამაშობდი საფრანგეტის რეგიონალურ ლიგებში პირდაპირ რო ვთქვათ 30 LIGA დაახლოებით 10 წლის წინ შევაჩერე ფეხბურტი და ეხლა ჩემი მეგობარისგან მივიღე შეთავაზება რომელიც მწვრტნელი გახდა ჩვენი გუნდის და ვაგრძელებ ფეხბურთს დღეს ვარჯიში იყო ძალიან გახარებული ვარ და ვქეიფობთ მადლობა. გიგი ლეჟავა.