უკრაინა მექსიკას მიმართავს დააკავოს პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინა მექსიკას მიმართავს დააკავოს ს პრეზიდენტი , თუკი ის მექსიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა.
პუტინის დაკავებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის საფუძველზე ითხოვს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე ორდერი 2023 წლის მარტში გამოსცა.
„ვიმედოვნებთ, მექსიკის მთავრობა აღიარებს იმ ფაქტს, რომ ვლადიმირ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებასა და იძულებით დეპორტაციაში, რომლის დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქციასაც მექსიკა აღიარებს“, – ნათქვამია მექსიკაში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაცია პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი. როგორც უკრაინული მედია წერს, ინაუგურაციაზე მოწვევა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტს გაუგზავნეს, მათ შორის, ერთ-ერთი ოფიციალური მოწვევა პუტინმაც მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ