რუსეთში YouTube აღარ იხსნება

რუსეთში YouTube მასობრივად გაითიშა.
როგორც Reuters წერს, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან პლატფორმის მზარდი კრიტიკის ფონზე, ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, რუსული ინტერნეტ-მონიტორინგის ვებგვერდზე YouTube-ზე ათასობით შეფერხების შესახებ განაცხადეს.
მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ YouTube-ზე წვდომა მხოლოდ VPN-ის საშუალებით შეეძლოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვებგვერდი სავარაუდოდ დაბლოკილია ხელისუფლების მხრიდან.
Reuters-ის ცნობით, მათმა რეპორტიორებმა რუსეთში ვერ შეძლეს YouTube-ზე წვდომა. მათივე ცნობით, ვებგვერდი ხელმისაწვდომი დარჩა ზოგიერთი მობილური მოწყობილობის საშუალებით.
„YouTube-ის ჩატვირთვის სიჩქარე მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო კვირებში, რაშიც რუსი კანონმდებლები ადანაშაულებენ YouTube-ის მფლობელს Alphabet’s (GOOGL.O)“, – წერს Reuters.
როგორც გამოცემა Meduza წერს, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებამ ვიდეო ჰოსტინგის „შენელებიდან“ მის დაბლოკვაზე გადაინაცვლა.
„მაშინაც კი, თუ ეს არის მოკლევადიანი გათიშვა, რომელიც აიხსნება როგორც „ტექნიკური ხარვეზი“, YouTube-ის მდგომარეობა სულ უფრო საგანგაშო ხდება“, – წერს Meduza.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)