ჰამასის პოლიტიკური ლიდერის პოზიცია დაიკავა იაჰია სინვარმა

პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ ახალი პოლიტიკური ლიდერის ვინაობა გამოაცხადა. ეს პოზიცია დაიკავა იაჰია სინვარმა, რომელსაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევენ.
Reuters-ის ცნობით, იაჰია სინვარი ღაზის სექტორში იმალება. სინვარი, რომელმაც თავისი ზრდასრული ცხოვრების ნახევარი ს ციხეებში გაატარა, ჰამასის ყველაზე ძლიერი ლიდერია, რომელიც ცოცხალია ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
ისმაილ ჰანიე ივლისის ბოლოს მოკლეს თეირანში მის რეზიდენციაზე დარტყმის შედეგად. ისრაელის ხელისუფლებას არ აუღია მის სიკვდილზე პასუხისმგებლობა.
ივლისის ბოლოდან რეგიონში დაძაბულობა შესამჩნევად გაიზარდა, მათ შორის ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების განცხადებების ფონზე, ჰეზბოლას ჩათვლით, რომ მზადდება ისრაელის წინააღმდეგ „მკაცრი ანგარიშსწორება“ გასამხედროებული დაჯგუფებების ორი ლიდერის მკვლელობისთვის. საუბარია ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუქრის სიკვდილზე, ასევე ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სიკვდილზე თეირანში.

ასევე დაგაინტერესებთ