1 სექტემბერს დაკავებული ცხოველთა უფლებადამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია სირანაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა დაიწყო.
„მიზეზია ის უსამართლობა, რაც მოხდა: 8 კაცი მას და მის მეუღლეს თავს დაესხა. მასზე, მის ოჯახზე და მის ადვოკატზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად… დაკავებისთანავე დაიწყო შიმშილობა, მხოლოდ წყალს სვამს… ძალადობების სერია რომ დაინახა და ვერაფერში გვეხმარებოდა, გადაირია კაცი და აპირებდა თვითმკვლელობას. ამ დროს დააკავეს დაუმორჩილებლობისთვის“, – უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.მასალა განახლდება