,, კაკოს პატივმოყვარეობა გაანადგურა ამ ფაქტმა” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი, :
,,ჩემი და გიგას ახალგაზრდულმა გუნდმა ევროპულ საქართველოში ააწყო მონაცემთა მენეჯმენტის თანამედროვე სისტემა – უფრო სწორად, ჯერ მხოლოდ ამ სისტემის 10 პროცენტი ააწყო – ბოლოში რომ გავალთ, გაფრენილს დაეწევა და დაფლეთს.
კაკო და გიგი მშვიდად უყურებდნენ ამ პროცესს, იმდენად რამდენადაც იურული პარკიდან არიან და ვერ ხვდებოდნენ რას ვაკეთებ – არადა უგრძესი და თავმომწონე მონოლოგებით ვაყრუებდი როცა მსმენელი მჭირდებოდა 🤡
კაკოს ერთადერთი ვალუტა იყო მისი “სტრუქტურა”.
ითვლებოდა, რომ კაკოს რაღაც სასტავი ყავს, ვისაც საარჩევნო საქმე ესმის – მეც ასე მეგონა.
როცა ჩვენმა თანამედროვე სისტემამ კაკოს “სტრუქტურა” დააჩელენჯა, მისი დრომოჭმული ფეოდალური საზიზღრობა კვახივით გასკდა – გაირკვა რომ კაკოს 8 თვეში 1000 მხარდამჭერის პოვნა არ შეუძლია, რომელიც ღიად შეძლებს იმის თქმას რომ პარტიის მხარდამჭერია
და სხვა პარტიის ამომრჩეველს თხოულობს, იმისთვის რომ საკუთარ პარტიაში ახალგაზრდებთან შიდა კონკურენცია მოიგოს.
კაკოს პატივმოყვარეობა გაანადგურა იმ ფაქტმა რომ ქალის და ღლაპების შექმნილმა სისტემამ გააფარჩაკა და დაიწყო მაგიდის აყირავება, შეთანხმებული წესების შეცვლა, გიგასთვის წიხლების ქნევა (ნაცვლად იმისა რომ ახალგაზრდების წარმატება გახარებოდა და თავადაც პარტიის მოდერნიზაციის ნაწილი გამხდარიყო).
პარალურად დაიეწყეს სხვა პარტიებთან ალიანსზე ვაჭრობა, ჩერგო – გიგას განეიტრალების და სიაში ორი ადგილის სანაცვლოდ.
ამასობაში ჩვენ გამოვეცალეთ პარტიიანად (ციფრულია პარტია და სადაც წავალთ, თან წავიღებთ და კაკოს “სტრუქტურა” რომ მაჩუქო მდინარეში გადავაგდებ) და ახლა კომისიის წევრებს თუ გაყიდიან და კაკო ხონის კოორდინატორად დაუდგება 🤡”

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს