საქართველოში მოქმედი პრორუსული პარტია მოსკოვთან „სტრატეგიული მოკავშირეობის” მოწოდებით გამოდის

საქართველოს პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ წევრებმა 4 აგვისტოს თელავში გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის წლისთავი აღნიშნეს, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსა და საქართველო პრემიერ-მინისტრს ირაკლი ს მიმართა.
თელავში ბატონის ციხესთან, რუსულ ენაზე გაკეთებული მიმართვის ჩანაწერი რუსულმა გამოცემა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა.
ფიფიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა „დაიწყოს რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები, დიპლომატიური ურთიერთობების უსწრაფესად აღდგენის მიზნით“, ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაიწყოს „კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენის პირობების მომზადება მოსკოვსა და თბილისს შორის სტრატეგიული კავშირის უსწრაფესად აღდგენის პერსპექტივით“. მისი თქმით, საუბარია „საერთო სივრცეზე ყველა გაგებით – ზოგადად ეკონომიკური, კულტურული, საინფორმაციო და სამხედრო-პოლიტიკური“.
ფიფიამ მიმართვაში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ზოგი ნარატივიც გაიმეორა.
„დასავლეთი ცდილობს საქართველო გადააგდოს ომის უფსკრულში. პატარა კავკასიური ქვეყანა წინააღმდეგობას სწევს, ცდილობს თვითგადარჩენას და ფაქტობრივად ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძვის… საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება საპარლამენტო . ანტისახელმწიფოებრივი ძალები გადატრიალებას ამზადებენ. თუ ხელისუფლება ანტიკონტიტუციური გზით შეცვალა, საქართველო დაშლისა და განადგურების საფრთხის წინაშე დადგება. მთელი ქართული საზოგადოება მზად უნდა იყოს პროდასავლური რევანშის თავიდან ასაცილებლად“- თქვა მან.
კრემლის პოლიტიკის მხარდამწერი პარტია „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“ 2023 წლის ბოლოს შეიქმნა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში შესვლის ამბიციები არ აქვს. პარტიის თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტია.
მამუკა ფიფიამ, რუსეთის პრეზიდენტს პუტინს მიმართა რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმების, სავიზო რეჟიმის იძულებით დამრღვევი საქართველოს მოქალაქეების ამნისტირებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში დასაქმების გამარტივების თხოვნით. რაზეც მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული უწყება გაანალიზებს ქართული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“, მიმართვას.
მამუკა ფიფია გასულ წელს საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის მიწვევით. ცოტა ხნის წინ კი მოსკოვში შეხვდა პარტია “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატს, ფრიდონ ინჯიას.
მაისში მოსკოვში გაიმართა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП) ინიციატივით შექმნილი რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს მორიგი სხდომა.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები გაააქტიურებენ მუშაობას რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომისა და მოსკოვის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ცხინვალის რეგიონისა და ს “დამოუკიდებლობის” აღიარების შემდეგ გაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება