უკრაინა: მოროზოვსკის ოლქში რუსული სუ-34 და საბრძოლო მასალა გავანადგურეთ

უკრაინამ განაცხადა, რომ 3 აგვისტოს რუსეთში, მოროზოვსკის აეროდრომზე მიტანილი იერიშით თვითმფრინავი „სუ-34“ და საბრძოლო მასალის საცავი გაანადგურა.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, კიდევ ორი თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ნამსხვრევებით დაზიანდა.
2-3 აგვისტოს ღამით მ განაცხადა, რომ იერიში მიიტანა „მოროზოვსკის“ აეროდრომსა და ნავთობბაზაზე როსტოვის ოლქში.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ იერიში 55 დრონით განახორციელა. კამენსკის რაიონში დრონებმა საწვავის კონტეინერები დააზიანეს და იქ ხანძარი გაჩნდა. მოროზოვსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.