აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2023 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 2023 წლის კორექტირებული რესპუბლიკური ბიუჯეტი 12 ხმით დაამტკიცა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, ბიუჯეტი 572 მილიონ 651 ათასი ლარით განისაზღვრა. ცვლილებები, ძირითადად, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს ეხება: 8 მილიონი ლარით გაიზარდა და 48 მილიონს აჭარბებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, რაც „DRG“ პროგრამითა და მოქალაქეთა გაზრდილი მომართვიანობითაა განპირობებული.
იზრდება ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება. შედეგად, არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფო სუბსიდიის რაოდენობა 15-ის ნაცვლად, 25 თეთრით განისაზღვრა. მინისტრმა ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პროგრამებზე, ქვეპროგრამებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
საბიუჯეტო ცვლილებებზე თანამოხსენება წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – მარინე გვიანიძემ, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამების გაზრდილ დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება.
სხდომას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ