მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას გეგმავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.
ამის შესახებ მთავრობამ განკარგულება პირველ აგვისტოს გამოსცა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა 2025 წლისთვის დაევალა.
განკარგულების მიხედვით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის ჯამში 12 მილიონია გათვალისწინებული.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე იქნება ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, ასევე, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, ქართული ს განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.
მათივე ცნობით, კომპლექსში ასევე გამოიყოფა ფართი IT კომპანიებისთვის, რომლებიც ბოლო წლებია საქართველოში წარმატებით საქმიანობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ლილუაშვილი – დროა დავსვათ კითხვები: თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია?