ლევან ხაბეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ენმ-ის დეპუტატებს სოლიდარობა გამოუცხადა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, ბიუჯეტის საკითხის განხილვა „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლის დროს დაიძაბა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა თანაპარტიელებს და აღნიშნა, რომ პარტიის წევრები მზად არიან „პუტინისტების თავდასხმები” ფიზიკურად მოიგერიოს.
„გადაჭამეს აჭარა, კორუფცია, უსამართლობა, სეკვესტრირებული ბიუჯეტი, გარუსებული ქოცების დეპუტატები. უსახელო-უგვარო და უავტორიტეტო, რუსული პარტიის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენს თანამებრძოლებს
ლევან ანთაძეს და ელგუჯა ბაგრატიონს ტურებივით დაესივნენ როცა ადგილობრივების, ხალხის ინტერესებს იცავდნენ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ცხადია, თავს არავის დავაჩაგვრინებთ და მზად ვართ ფიზიკურად მოვიგერიოთ პუტინისტების თავდასხმები.
ჩემი სოლიდარობა ჩემს თანაგუნდელებს, თანამებრძოლებს და ძმებს. რუსული ოცნების აღსასრული ახლოვდება და ისტერიკა, პანიკა მატულობს…” – დაწერა „ფეისბუკის” ოფიციალურ გვერდზე ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ