ნანატრი მიზანი ასრულებულია – ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია!

ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიზანს 37 წლის ასაკში მიაღწია და ოლიმპიური ოქრო მოიგო.
ფინალურ შეხვედრაში ამჟამინდელმა მსოფლიოს მე-2 ნომერმა სერბმა მე-3 ადგილზე მყოფი ესპანელი კარლოს ალკარასი 2 საათსა და 52 წუთში, ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.
ჯოკოვიჩი გახდა ისტორიაში მე-5 ჩოგბურთელი, რომელსაც შტეფი გრაფის, ანდრე აგასის, რაფაელ ნადალის და სერენა უილიამსის შემდეგ, ოთხივე დიდ სლემთან ერთად ერთეულებში ოლიმპიური ოქრო აქვს მოგებული.
საინტერესოა, რომ 21 წლის ასაკში ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც 1988 წლის მერე,
მას შემდეგ რაც ოლიმპიაზე ჩოგბურთი დაბრუნდა, ფინალში იასპარეზა.
საპირისპიროდ, 37 წლის სერბი ყველაზე ხნიერი ჩოგბურთელი გახდა, ვინაც ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ითამაშა. ინფორმაციისთვის, ვეტერანმა სერბმა დაახლოებით 9 კვირის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ეს გამარჯვებაც ამიტომ ორმაგად აღსანიშნავია.
ბოლოსკენ გეტყვით, რომ ჯოკოვიჩი ალკარასთან ურთიერთშეხვედრებში 4:3 დაწინაურდა. სერბი ახლა 24 კარიერულ დიდ სლემთან ერთად უკვე ოლიმპიური ოქროც აქვს რაც მის კარიერაში ერთადერთი დიდი მიზანიღა იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში