პარკირების ჯარიმებიდან მიღებული თანხა წლიურად 51%-ით, 19.4 მლნ-მდე გაიზარდა – IDFI

2023 წელს პარკირების ჯარიმების რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია, თუმცა ჯარიმის თანხა წლიურ მაჩვენებელს 51%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პარკირების წესების დარღვევისთვის სულ 3,135,618 ჯარიმა გამოწერა, რამაც თანხობრივად 54.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წლიდან პარკირების წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზრდასთან ერთად, მკვეთრად იმატებს დაჯარიმებულთა რაოდენობა. მაგალითად, 2022 წელს, +35%-ით გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, მაშინ როდესაც ჯარიმების თანხა გაორმაგდა და 12.8 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წელს ჯარიმების რაოდენობა 2022 წლის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია, თუმცა ჯარიმის თანხა წლიურ მაჩვენებელს 51%-ით აღემატება
IDFI-ს კვლევის მიხედვით, 2018-2023 წლებში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ასეთი სტატისტიკაა:
2022 წლის მარტის თვიდან, ასევე მნიშვნელოვნად (60 ლარიდან 150 ლარამდე) გაიზარდა პარკირების წესების დარღვევის გამო ავტომობილის სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანის საფასური. აღნიშნული გადასახადის ზრდასთან ერთად, 2022 წლიდან მნიშვნელოვნად მკაცრდება კონტროლი. 2018-2023 წლებში, პარკირების წესების დარღვევის გამო, სპეციალურ ავტოსადგომზე გადაყვანილი ავტომობილების ყველაზე დიდი რაოდენობა 2023 წელს დაფიქსირდა (9,419 ავტომობილი), შესაბამისად, ყველაზე მაღალი იყო ამ წელს დაკისრებული გადასახადებისგან მიღებული შემოსავლები (2.96 მლნ.). 2023 წელს, 2018 წელთან შედარებით, საჯარიმოზე გადაყვანილი ავტომობილების რაოდენობა 188%-ით არის გაზრდილი.

ასევე დაგაინტერესებთ