ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა დაადასტურა, რომ შეთანხმებით რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლებაც იგეგმებოდა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, პარტნიორებთან ერთად მუშაობდა ისეთი შეთანხმების მიღწევაზე, რომლის ნაწილი ნავალნის გათავისუფლებაც იქნებოდა.
„ჩვენ ვმუშაობდით პარტნიორებთან ერთად შეთანხმებაზე, რომლის ნაწილიც იქნებოდა . სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. სწორედ იმ დღეს, როდესაც ნავალნი გარდაიცვალა, მე ევანის [გერშკოვიჩი] მშობლებს შევხვდი და ვუთხარი მათ, რომ პრეზიდენტი მოწადინებული იყო, რომ ეს გაეკეთებინა, ამ ტრაგიკული ამბის ფონზეც კი და რომ ჩვენ ვიმუშავებდით დღე და ღამე, რათა ეს დღე დამდგარიყო. ეს სამუშაო უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა”, – განაცხადა სალივანმა.
ცნობისთვის, გაცვლის შედეგად გათავისუფლებულ ამერიკელ მოქალაქეებს შორის არიან: რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი, -ისა და რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა და დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მოქალაქე ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა, რომელსაც ასევე აშშ-ში მუდმივი ბინადრობა გააჩნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: ტრანსლაცია საერთაშორისო (თანამგზავრული თუ ინტერნეტ) პლატფორმების მეშვეობით შეწყდება. ვერც საკაბელო ტელევიზიებში ვეღარ იქნებიან… იხილება დასანქცირებული “იმედისა“ და POSTV-ის გაერთიანება „რუსთავი2“-თან