კამალა ჰარისს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დაამტკიცებენ

კამალა ჰარისს, ამჟამად -ის ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაამტკიცებენ ელექტრონულ კენჭისყრაზე, რომელიც 1 აგვისტოდან გაიმართება და შეცვლის უშუალო კენჭისყრას, რომლითაც იწყებოდა ხოლმე პარტიის ყრილობა.
ორ კვირაზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც ჯო ბაიდენმა შეწყვიტა ამერიკის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევის მცდელობა, მისი 52 წლის ვიცე-პრეზიდენტი მთლიანად აკონტროლებს პარტიას და არის ერთადერთი დემოკრატი, რომელსაც ნოემბრის არჩევნებში შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. ოთხი ათასზე ოდნავ ნაკლებმა დელეგატმა, აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა, რომელთა გამოყოფა პრაიმერიზის დროს მოხდა, გააგზავნეს ხელმოწერები, რითაც მიემხრნენ ჰარისს, რომ ის ხუთდღიანი ელექტრონული კენჭისყრის ბიულეტენში იქნეს შეყვანილი.
რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ