რუსეთმა YouTube-ის მუშაობა შეაფერხა

რუსეთის ტერიტორიაზე შეფერხებულია ამერიკული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის მუშაობა. 1 აგვისტოს მასობრივმა შეფერხებამ მოიცვა რუსეთის ოცამდე რეგიონის ქალაქები, მათ შორის მოსკოვი და პეტერბურგი.
მომხმარებლებს შეზღუდული აქვთ ვიდეოების ატვირთვა და ყურება როგორც პერსონალურ კომპიუტერებში, ისე მობილურ ტელეფონებში.
25 ივლისს რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ქვეყნის ტერიტორიაზე YouTube-ის მუშაობის 70%-მდე შენელებას. ხინშტეინმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ YouTube-ი რუსეთის კანონმდებლობას არღვევს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ YouTube-მა დაბლოკა კრემლის პროპაგანდისტების და ომის მხარდამჭერების არაერთი არხი. ამასთან, YouTube-ის აქტიურად გამოყენება დაიწყეს რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილმა და „უცხოეთის აგენტებად” გამოცხადებულმა ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”