The Times – უკრაინამ ნიდერლანდებიდან F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი მიიღო

უკრაინამ F-16 ტიპის ექვსი გამანადგურებელი ნიდერლანდებიდან მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნიდერლანდებიდან გამანადგურებლები უკვე უკრაინაში ჩავიდა და მალე რამდენიმე F-16-ს დანიიდანაც მიიღებს.
შეგახსენებთ, გუშინ, Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ F-16 ტიპის გამანადგურებლები მიიღო. გავრცელებული ინფორმაცია კიევს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა