ასპინძაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ასპინძაში, სოფელ იდუმალასთან, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სამივე მათგანს ზედაპირული ტრავმები აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო