ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მცირე ზომის საფოსტო გზავნილები შეაჩერა- ინფორმაციას გამოცემა ,,ბათუმელები” ავრცელებს.
მოქალაქეები პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ, მათი თქმით, მცირე ზომის გზავნილები, რომელიც 24 ივლისამდე გაგზავნეს აშშ-ში უკან დაუბრუნდათ.
,,საქართველოს ფოსტა“ , ,,ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ გზავნილები ნამდვილად შეჩერებულია, თუმცა ამის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
