ოფიციალურად: არაბიძე “ულსან ჰიუნდაის” ფეხბურთელია

სამხრეთ კორეის “ულსან ჰიუნდაიმ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე დაიმატა. ტრანსფერის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
26 წლის ქართველმა თქვა, რომ ახალ გუნდში გადასვლით დიდ მოტივაციას გრძნობს. იცის იმის შესახებ, თუ რამხელა სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა “ულსანში” მის ქართველ წინამორბედ ვაკო ყაზაიშვილს.
გიორგიმ აღნიშნა, რომ ახლა მისთვის მთავარი ადაპტაცია და შემდეგში გუნდის გამარჯვებებში წვლილის შეტანაა.
არაბიძის დებიუტი ახალ გუნდში, სავარაუდოდ, 10 აგვისტოს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 26-ე ტურში შედგება, სადაც “ულსანი” “დაეგუს” უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში