ჩაკვეტაძემ ჩინებული გოლი გაიტანა და მწვრთნელი მოხიბლა

შვებულებიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ “უოტფორდის” პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავიც გამოიჩინა.
პირველი ლიგის “უიკომბთან” გასვლაზე ჩატარებულ შეხვედრაში “უოტფორდი” 2:3 დამარცხდა, თუმცა ჩაკვეტაძემ ანგარიში დრიბლინგის შედეგად ეფექტური გოლით გახსნა და საერთოდაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ჩაკვეტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა და მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ევრო 2024-ის შემდეგ გუნდში გვიან გამოცხადებისა, ქართველი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რაც ძალიან ახარებს, ფეხბურთელია, რომელიც მოსწონს, ვინაიდან ჭკვიანია, ბურთს შესანიშნავად ფლობს, პოზიციაას არჩევს, მისი ამოცანაა გიორგიმ უფრო მეტი საგოლე გადაცემა გააკეთოს და გოლები გაიტანოს,
ცენტრალური ფიგურაა, რამეთუ შეტევა ძირითადად მისი წინამძღოლობით მიმდინარეობს და საკმაოდ მონდომებულია.
“უოტფორდი” 3 აგვისტოს საკუთარ მოედნზე სპარინგს “ბრენტფორდთან” გამართავს, 10 აგვისტოს კი ჩემპიოშიფის პირველ ტურში სტუმრად “მილუოლს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში