შსს–ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი, მოსახლეობას ისევ ტექსტური შეტყობინებებით აფრთხილებს და წერს, რომ საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას კი მოუწოდებს სიფრთხილისკენ.
შსს ისევ არ წერს, კონკრეტულად რომელი რეგიონების მაცხოვრებლები უნდა გაფრთხილდნენ, ან როგორ უნდა გაფრთხილდნენ, ზოგი, ალბათ, სახლიდან არ უნდა გავიდეს, ზოგი, პირიქით, სახლში არ უნდა დარჩეს, თუმცა, ვის ეხება, რას აკეთებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად, რა ტიპის საფრთხე რომელ რეგიონს ემუქრება, ამაზე, შსს ან არ ფლობს ინფორმაციას, ან არ გვაწვდის.
ისევე, როგორც, არ ვიცით, რას ნიშნავს გაუარესება – გაუარესებაა ძლიერი წვიმაც, ძალიან მაღალი ტემპერატურაც, 31 ივლისს 40 გრადუს სიცხეს უნდა ველოდოთ და ამ კუთხით გაუარესდება ამინდი, თუ ძლიერ წვიმას, შსს–ს გზავნილიდან ეს უცნობია.
ერთადერთი, რასაც შსს–ს გზავნილიდან ვიგებთ, 31 ივლისს დღე–ღამის უცნობ მონაკვეთში, მოსახლეობის რაღაც უცნობი ნაწილი, ქვეყნის რიგ უცნობ რეგიონებში, რაღაც უცნობი საფრთხისგან, რაღაც უცნობი გზებით უნდა გაფრთხილდეს. გისურვებთ წარმატებებს.