საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა

საუთპორტში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, ორი ბავშვი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.­
მერსისაიდის პოლიციის უფროსმა, სერენა კენედიმ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და ცხრა დაშავდა, მათგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მძიმეა ორი ზრდასრულის მდგომარეობა, რომლებიც ბავშვების დაცვას ცდილობდნენ.
შემთხვევა დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა ტერორიზმს არ უკავშირდება და თავდამსხმელი, 17 წლის ბიჭი, უკვე დაკავებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა