ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის “რეალმა” “ნაპოლი” 4:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ბლანკოსის” შემტევმა როდრიგომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელი ჯუდ ბელინგემი მსოფლიო ფეხბურთის მომავალი არიან.
“ნაპოლი” “ბერნაბეუზე” უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენს პირველ მატჩში, რომელიც ნეაპოლში გაიმართა. კვარაცხელია და ოსიმენი? შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ჩვენ, ბელინგემთან ერთად, მსოფლიო ფეხბურთის მომავლის შექმნა შეგვიძლია”, – განაცხადა როდრიგომ.
„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად
ფრეც აძლევს ხელს, “ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.
რეალის ფეხბურტელებს რაც ეტყობოდათ დიდი თავდაჯერებულობა იყო, რაც ხელს უწყობდა თავისი მაქსიმუმი ეჩვენებინათ, ბელინგემის შემთხვევაში ეს ყველაზე თვალსაჩინო იყო. ეს ბიჭი ძალიან მაგარია, მაგრამ ისაც ნუ დაგავიწყდებათ საიდანაა მოსული რეალში. ეს სწორედ ის იყო რაც ხვიჩას აკლდა, და ამის საფუძველიც ჰქონდა მისი გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე. მეორე ტაიმი ისევ უარესად ითამაშა რადგან უკან ბევრი სირბილი უწევდა, ასე რომ ეს უკვე პრობლემაა ნაპოლისთვის, მაგრამ რა შეუძლია შეცვალოს აქ მაძარის? არა უშავს, ხვიჩა მებრძოლი ბიჭია და სწორ დასკვნებს გააკეთებს, რეალის ხარისხის გუნდთან თამაში კი მხოლოდ მის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს. ობიექტური და მცოდნე ხალხი ხედავს მის შესაძლებლობებს ხედავენ და როდრიგოს ნათქვამი ამის დასტურია.