აფრიკაში რუსული “ვაგნერის” ათეულობით წევრი მოკლეს

დაქირავებული სამხედროების რუსულ დაჯგუფება „ვაგნერს“ აფრიკაში, მალისა და ალჟირს შორის საზღვართან ახლოს, ტუარეგის ამბოხებულებმა ჩასაფრება მოუწყვეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ათეულობით „ვაგნერელია“ მოკლული.
მომხდარი „ვაგნერელებმაც“ დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლის რაოდენობას არ აზუსტებენ.
„როიტერსის“ ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერები წერენ, რომ კვირას სულ მცირე 20 „ვაგნერელი“ დაიღუპა.
BBC-ის წყაროს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 82-ა.
ტუარეგის აჯანყებულთა ცნობით, ათობით ჯარისკაცი მოკლეს მალის არმიიდან და “ვაგნერის“ დაქირავებული სამხედროებიდან.
დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც საჯარო განცხადებების სიმრავლით არ გამოირჩევა, განაცხადა, რომ მალის ჯარისკაცებთან ერთად ებრძოდნენ ისლამისტებს 22-27 ივლისს და რომ „ვაგნერელებს“ მეთაური სერგეი შევჩენკო ხელმძღვანელობდა, რომელიც მოკლეს.
„პირველ დღეს რაზმმა ისლამისტების დიდი ნაწილი გაანადგურა, თუმცა ქვიშის ქარიშხალმა რადიკალებს საშუალება მისცა, გადაჯგუფებულიყვნენ და მათი რიცხვი 1000-მდე გაიზარდა“, — ასეთი ინფორმაცია გაავრცელა რუსების დაჯგუფებამ ტელეგრამზე.
მოკლულთა შორის არის „ვაგნერელბთან“ აფილირებული ცნობილი ტელეგრამ არხის, Grey zone-ის დამფუძნებელი ნიკიტა ფედიანინი, მეტსახელად “ბელი”.
27 ივლისს დაჯგუფება წერდა, რომ მხოლოდ სამნი იყვნენ დარჩენილები და ბრძოლას აგრძელებდნენ.
მალის ამჟამინდელმა სამხედრო მმართველობამ ძალაუფლება ხელში 2020 და 2021 წლებში გადატრიალებების შედეგად ჩაიგდო. „ვაგნერელები“ მათი მოკავშირეები არიან. ტუარეგი ეთნოსია, რომელიც საჰარის რეგიონში ცხოვრობს, მათ შორის, მალის ჩრდილოეთ ნაწილებში. ისინი თვლიან, რომ მალის მთავრობის მიერ მარგინალიზებულები არიან.
რუსი დაქირავებული სამხედროები მალიში 2021 წლიდან იმყოფებიან. სააგენტო „როიტერსი“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, რუსი სამხედროები მალიში არამხოლოდ „ვაგნერელების“ სტატუსით არიან, არამედ წვრთნიან ადგილობრივ დანაყოფებს იმ ეკიპირებით, რაც დან ჩაიტანეს.
დაჯგუფება „ვაგნერმა“ დიდი როლი შეასრულა რუსეთის ში შეჭრისას, მაგრამ მათი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როცა 2023 წლის აგვისტოში დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი მოკლეს. ეს 2 თვის შემდეგ მოხდა, რაც „ვაგნერმა“ 23-24 ივნისს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა.
ასევე ნახეთ:
· პრიგოჟინი მკვდარია – რას ნიშნავს ეს აფრიკისთვის