თეთრიწყაროს მერია – მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
„დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა საკრებულოს თავმჯდომარე, გოჩა თედორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თეთრიწყაროში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ახლად რეაბილიტირებული ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა.
აღნიშნული შენობის სამშენებლო – სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023 წლის შემოდგომით დაიწყო და ამ ეტაპზე შენობა სრულად რეაბილიტირებულია.
პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა შიდა სივრცეები, მოეწყო სველი წერტილები. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა