გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული შეზღუდვა მცხეთა-მთიანეთის სოფლებს შეეხება.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წილკანი, წეროვანი, ნატახტარი, ხოლო 15:00 საათიდან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ციხისძირი, ქანდა, ძველი ქანდა, უხრანი, პატარა ქანდა, ქსანი, წიწამური.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ