ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება – ამ წუთებში სუს-ში გამოკითხვაზე ორი მოქალაქე იმყოფება

ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება.
უწყებაში გამოკითხვაზე, ამ წუთებში, ორი მოქალაქე – ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი იმყოფება. ისინი არ ადასტურებენ, რომ არიან საქმის მოწმეები, თუმცა, მედიის ინფორმაციით, სწორედ მოწმეები უნდა მისულიყვნენ დღეს სუს-ის შენობაში გამოკითხვაზე.
“კურიერის” კითხვაზე – უკავშირდებოდა თუ არა მათი უწყებაში მოსვლა ტერორიზმზე შეთქმულების საქმეს, ისინი ამბობენ, რომ არ იციან, რასთან დაკავშირებით დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში.
“„არ ვიცი არაფერი. არა, რა ტერორიზმი,“ – ამბობს ერთ-ერთი.
გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების ფაქტზე.
საქმე ეხება ში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.