ლილუაშვილი: ოცნების ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები

არჩევნებზე ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ. ახლა არ არსებობს არც კოალიციები, არც ბლოკები, არსებობს ერთიანი სია. ანუ, ვინც ერთიანდება, ისინი საკუთარ პარტიას, იდენტობას თმობენ და ერთიანი სიით, სხვა სახელით და სხვა ნომრით გადიან არჩევნებზე. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ეს ასე იქნებოდა. ჩვენ არჩევნებზე მარტო ჩვენი პარტიული იდენტობით გავდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი კარი ჩაკეტილია. ჩვენ ინდივიდუალურად ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრებით, ძალიან ბევრი, საინტერესო ადამიანი გვიერთდება და ჩვენს გვერდით არის. უბრალოდ, ამას თავისი დრო აქვს და ჩვენ საზოგადოებასთან, ამომრჩეველთან კომუნიკაცია გვექნება. ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა, არის მზარდი. ამაზე მეტყველებს ყველა ობიექტური პოლიტიკური მხარდაჭერის კვლევა. ჩვენი პარტიის თავმჯდომარის რეიტინგი არის ყველაზე მაღალი, რასაც კვლევები აჩვენებს. ამიტომ, ჩვენ არჩევნებზე წარვდგებით ძლიერი გუნდით, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის ევროკავშირში ყველაზე სწრაფად გაწევრიანება და პოლარიზაციის დასრულება, ნაციონალური მოძრაობისა და ოცნების ტყვეობიდან გამოყვანა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას უკან ხევს. […]
ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან ნამდვილად მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეს გიორგი გახარიამაც დაადასტურა.