რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია 15 – უკარინა

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით 27 ივლისს რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში 5 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათგან სამი ივანივკაში, ერთი კოსტანტინივკაში, ერთი კი ტორეცკში. დაჭრილია კიდევ 15 პირი.
სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დონეცკის ოლქში ს შეიარაღებული ძალების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა 2 110-მდე გაიზარდა. ამ რიცხვში არ შედის მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპული მოქალაქეების რაოდენობა.
რუსულმა ჯარებმა 28 ივლისს, გამთენიისას შეუტიეს ქალაქ ხერსონის გარეუბნებსაც. მასშტაბური თავდასხმის შედეგად, დაშავდნენ 10 და 15 წლის ბავშვები და ოთხი ზრდასრული მოქალაქე. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
27-28 ივლისის ღამეს რუსეთმა Shahed-ის ტიპის 8 დრონითა და Kh-59 მართვადი რაკეტით შეუტია უკრაინის სხვა რეგიონებსაც, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტისა და 7 დრონის განეიტრალება შეძლეს.