“ინტერის” ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი “ნერაძურისთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მილანურ კლუბს 34 წლის სომეხ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს და მხარეები 2 წლიან ხელშეკრულებას დეკემბერში გააფორმებენ.
მხითარიანმა “ინტერის” მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 17 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.