მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი – ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ქვეყანაში ომის დაწყებაზე

რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა ომში ჩართვაზე.
“რატომ უნდა დასაჯო პარტნიორი ქვეყნის ჯარი, როცა ყველა შენს წამოწყებულ აქტივობაში გვერდით დაგიდგა, არ გიღალატა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ბევრჯერ გადაგარჩინა დაგეგმილი ოპერაციის ჩაშლაში.
მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ მარტივ ჭეშმარიტებას აქვს ადგილი. ჩვენმა ხელისუფლებამ, გაუგონარი ზეწოლის მიუხედავად, უარი თქვა რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვაზე, რაც გამოიწვევდა, არა მარტო ქვეყნის ჩამოშლას და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლს, არამედ დადგებოდა საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. ასე, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ეს არ ეკადრება! საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას, რისი გარანტიც და მისი გუნდია!” – წერს ფოჩხუა.
Previous საქართველომ უარი თქვა ქვეყნის საომარ პოლიგონად გადაქცევაზე. ამიტომაც შეუჩერეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება და გადაისროლეს ეს თანხა იმ ენჯეო ანგარიშებზე, ვინც მეორე ფრონტის გახსნაზე ოცნებობს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა