ლელა ჯანაშვილი ლატვიის ელჩს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ლატვიის ელჩთან საქართველოში, ედიტე მედნესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ლელა ჯანაშვილმა ელჩს სამსახურის ფუნქციები, სტრუქტურა, საქმიანობა და სამოქმედო სტრატეგიით გათვალისწინებული სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის, საკანონმდებლო სიახლეების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებთან თანამშრომლობის კუთხით.
მათივე ცნობით, თავის მხრივ, ედიტე მედნემ სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა და მზაობა გამოთქვა სამომავლოდ სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი