ევროკავშირმა უკრაინას რუსეთის მარაგებიდან შემოსავლის ნაწილი – 1,5 მილიარდი ევრო – გადაურიცხა

ევროკავშირმა 26 ივლისს გამოაცხადა, რომ ს გადაურიცხა ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი – ეს პირველი გადარიცხვაა.
1,5 მილიარდ ევროს მიიღებს თავდაცვის ხარჯების დასაფარად. გადარიცხვის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც დააზუსტა, რომ ფული მოხმარდება უკრაინის თავდაცვას და მის აღდგენას.
„არ არსებობს კრემლის ფულის გამოყენების უკეთესი სიმბოლო და უკეთესი გზა, ვიდრე მოხმარდეს ის იმას, რომ უკრაინა და მთელი ევროპა გახდეს ცხოვრებისთვის უფრო უსაფრთხო ადგილი“, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკავშირმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გადაწყვიტა, უკრაინისთვის გამოეყენებინა ს ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი.
კომისიის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალურ ბანკს ჩამოერთვა 210 მილიარდ ევროზე წვდომის ნებართვა. ბრიუსელში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის, Euroclear-ის თანახმად, შარშან ამ თანხიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავალმა 4,4 მილიარდ ევროს მიაღწია.