წიტაიშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში დაქვეითებულ “გრანადაში” გააგრძელებს.
ideal.es-ის ცნობით, წიტაიშვილი ხუთშაბათს ჩავა დანიშნულების ადგილზე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლების გარეშე გაუფორმებენ.
გიორგი 2025 წლის ზაფხულამდე კონტრაქტით ს “დინამოსთანაა” დაკავშირებული, გასულ სეზონში კი იჯარის წესით ს “დინამოში” თამაშობდა.