ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორად ირაკლი გალდავა დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორად ირაკლი გალდავა დაინიშნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. აქამდე ის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
შეგახსენებთ, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა, საბოლოოდ კი მიმდინარე წლის 1 ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწია.