ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით – მეთიუ მილერი

ნათლად განვაცხადეთ, რომ ვაპირებთ, საქართველოს მთავრობა განვსაჯოთ თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს მიერ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მილერის თქმით, -ის გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა იღებს.
„თქვენ თუ გადახედავთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვაპირებთ, განვსაჯოთ საქართველოს მთავრობა თავის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და ჩვენი პოლიტიკა დამოკიდებული იქნება მათ ქმედებებზე.
თქვენ ნახეთ, რომ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა ჩვენი საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ. ნახეთ, რომ მან შემოიღო პირველი შეზღუდვები, პირველი სანქციები საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ. საქართველოსთან ამ ურთიერთობების გადახედვა ახლაც გრძელდება.
ჩვენ ყოველთვის ვიმედოვნებთ, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკუსვლას იწყებს დემოკრატიული ზომებისკენ ან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზისკენ, თავის კურსს შეცვლის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ ქვეყნის ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ კურსის შეცვლა. თუმცა, მაშინ, როდესაც ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინი ცვლილებას განახორციელებენ, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვავითარებთ ძალიან რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, იმ რეალური შემთხვევებისთვისაც, როდესაც ქვეყნები ამ კურსს არ ცვლიან“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
პირველი არხი