“რეალის” დამარცხება შეგვეძლო” – ვალტერ მაცარი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “ნაპოლი” “რეალს” ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ განაცხადა, რომ მის გუნდს “ბლანკოსის” დამარცხება შეეძლო.
“სანამ ანგარიში 3:2 იყო, უამრავი მომენტი გავანიავეთ, წინ გასვლა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ “რეალი” შეცდომებს არ გვაპატიებდა. ნამდვილად მქონდა განცდა, რომ მეტოქის დამარცხება შეგვეძლო.
ოსიმენის შეცვლა თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა. ვიქტორი ახლახან დაგვიბრუნდა და მომდევნო მატჩებში უფრო დიდ სათამაშო დროს მიიღებს”, – განაცხადა მაცარიმ.
„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს,
“ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.