“შეძლებს თუ ვერა “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლას? – რა განაცხადა ანჩელოტიმ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “რეალმა” “ნაპოლი” 4:2 დაამარცხა. “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად “პარტენოპეის” მარცხისა, ვალტერ მაცარის გუნდი ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს.
“ლამაზი გამარჯვება მოვიპოვეთ, შესანიშნავი მატჩი იყო, მეტოქეს ფიზიკურად ვაჯობეთ, უფრო ენერგიულად გამოვიყურებოდით. მიხარია, რომ ტრავმების მიუხედავად, გუნდური თამაში ვაჩვენეთ და ჯგუფიდან გასვლა გავინაღდეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს.
შეძლებს თუ ვერა “ნაპოლი” ჯგუფიდან გასვლას? ასეთ დროს პროგნოზის გაკეთება ყოველთვის რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, “პარტენოპეი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავა”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ნაპოლი“
C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, “ბრაგას” 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს – “ნაპოლის” პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, “ბრაგას” კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.