ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს

საგარეჯოში ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებით 1977 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები ი.ხ. პოლიციამ დააკავა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 30 ნოემბერს გაავრცელა.
-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს და მის ქმარს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალის ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. კაცს ბრალად ედება ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება. დანაშაული 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს