ბენიამინ ნეთანიაჰუ – ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება – ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან

ამერიკა და ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება: ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, -ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ისრაელი იბრძოლებს იქამდე, სანამ ჩვენ „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობებს და ღაზაში მის მმართველობას არ გავანადგურებთ და სახლში ყველა მძევალს არ დავაბრუნებთ. ეს ნიშნავს სრულ გამარჯვებას და ჩვენ ამაზე ნაკლებს არ დავთანხმდებით. ამერიკა და ისრაელი ერთად უნდა დადგნენ, როდესაც ჩვენ ერთად ვდგავართ, ძალიან მარტივი რამ ხდება – ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი მარცხდებიან“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
სიტყვით გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის კოლეჯებში პალესტინის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციები და მომიტინგეები გააკრიტიკა.
„ისინი „ჰამასის“ გვერდით, მოძალადეებისა და მკვლელების გვერდით დგანან. მომიტინგეებს, რომლებიც მათ გვერდით დგანან, უნდა შერცხვეთ“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
კონგრესში ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლის პარალელურად ვაშინგტონში პალესტინის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცხრა ადამიანი დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – შურთ უკრაინის და საფეხბურთო მატჩში საქართველოს წინააღმდეგ უკრაინის მხარეს არიან – თუ დავუჯერებთ, გვარამია მართალი კაცია, ხოშტარია რუსებს ვერ იტანს, ხაზარაძე მოწყალე და გახარია უღალატო ადამიანია

ირაკლი კობახიძე – გერმანიის ელჩისთვის საქართველოდან გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი, ამიტომ არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – რეალურად, გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება