სს „ლიბერთი ბანკი“ პირველ საჯარო ობლიგაციას განათავსებს

2024 წლის 24 ივლისს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ [წინასწარი] პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სს „ლიბერთი ბანკმა“ („კომპანია“) დაიწყო 25,000,000 (ოცდახუთი მილიონი) დოლარის ოდენობის საინაუგურაციო საჯარო სუბორდინირებული სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისიის პროცესი. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2024 წლის 8 აგვისტოდან და მიზანმიმართული იქნება გათვითცნობიერებულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა ბანკისთვის მეორადი კაპიტალის მოზიდვა.
ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსებისა და გადახდისა და კალკულაციის აგენტი არის: შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“; ხოლო ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“.
ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები: