6 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 106 მლნ ლარის ჯარიმები გამოიწერა

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გამოწერილმა ჯარიმებმა 106 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 106 მლნ ლარიდან 42,5 მლნ ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 63.7 მლ ლარი – ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.
2023 წელს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯარიმების სახით იანვარ-ივნისში ბიუჯეტში 103,6 მლნ ლარი შევიდა. ამ თანხიდან 62,2 მლნ ლარის აკუმულირდა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 41,4მლნ ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში. 2023 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო სულ ბიუჯეტში ჯარიმებიდან სულ 216 მილიონი ლარის შევიდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 183.472 მლნ ლარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე გაზრდილი მაჩვენებელია. 2023 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში ჯარიმებიდან და საურავებიდან 169.289 მლნ ლარი შევიდა.