„ჯინო აკვაპარკს“ წელიწადში 200 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს – „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტი

“ჯინო აკვაპარკს” წელიწადში 200 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, – ამის შესახებ “ჯინო ჰოლდინგის” პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე თქმით, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ განაშენიანებასთან ერთად “ჯინო აკვაპარკის” მოდერნიზაციაც იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი კიდევ უფრო მეტ სტუმარს მიიღებს.
“ჯინო აკვაპარკის” პროექტმა პირველივე დღიდან გაამართლა. ეს არის ემოციური პროექტი. ჩვენს დედაქალაქს და ქვეყანას, რადგან ასეთი ტიპის ობიექტი არ ჰქონდა, უსამართლობად ჩავთვალე და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად რისკზე წავედი. გაამართლა. “ჯინო აკვაპარკში” დღეში 10-12 მხოლოდ დაბადების დღის აღსანიშნავი ღონისძიება იმართება.
თუკი წინა წლებში, წელიწადში 50 000-მდე სტუმარი გვყავდა, ახლა ეს რიცხვი 200 000-მდე გაიზარდა. “ჯინო აკვაპარკთან” საცხოვრებელი უბნის – “ნატბეურის” განაშენიანებასთან ერთად აკვაპარკის ტერიტორიაზეც მოდერნიზაციას ვაპირებთ. ვქმნით ისეთ სივრცეებს, რომ ზამთარში უფრო მეტი სტუმრის მიღება შეგვეძლოს. კერძოდ, ზამთარში მივიღოთ არა 700 კაცი, არამედ 2 000, ხოლო ზაფხულში 4 000-მდე. ეს ყველაფერი წყლის ატრაქციების და გასართობი საშუალებების მეშვეობით მოხდება”, – აცხადებს ნოდარ გიორგაძე.
bp.ge