გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი. პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა, აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება

გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი. პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა, აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ოპოზიციური ჯგუფებისა და ხელოვანების ნაწილის გაერთიანებაზე საუბრობს. აცხადებს, რომ ეს გაერთიანება სერიოზული არ არის, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები. „გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი, სადაც ისედაც ვიცოდით, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული.
ანუ, ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გააერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ, არის ვინმე მანაგაძე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურობდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა -ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის, ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა.
ეს იმას ნიშნავს, რომ პავლიკ მოროზოვის მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება კოლექტიური ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, გაემიჯნა საკუთარ დედას და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, კოლექტიური ნაცმოძრაობა და რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება. ისედაც იცოდა ყველამ, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები. ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Previous: ბოლო პერიოდში განხორციელდა ორი ტერაქტი, სლოვაკეთსა და -ში, ის გამოძიება, რომელიც სუს-შია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ