მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო დაშავდა

მოსკოვში, ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსი სამხედრო დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მოსკოვში, სინიავინსკაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც გაჩერებულ ავტომობილში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მონაწილე ანდრეი ტორგაშევი და მისი მეუღლე ჩასხდნენ.
ორივე მათგანი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემთხვევა ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლების მიხედვით აღიძრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული